დონალდ ტრამპი: ირანის მთავრობის თხოვნის შესაბამისად, ვაჩერებ ელექტროსადგურების განადგურების პერიოდს 10 დღით

 ტრამპი

 "ირანის მთავრობის თხოვნის შესაბამისად, ვაჩერებ ელექტროსადგურების განადგურების პერიოდს 10 დღით", - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, სოციალურ ქსელ TRUTH SOCIAL-ზე დაწერა.

მისი განცხადებით, ირანის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე დარტყმა ათი დღით, 6 აპრილამდე გადადო. ამასთან, ტრამპი აღნიშნავს, რომ მხარეებს შორის მოლაპარაკებები ძალიან კარგად მიმდინარეობს.