დონალდ ტრამპი და ვოლოდიმირ ზელენსკი შეხვედრის შემდეგ, სავარაუდოდ, ევროპელ ლიდერებთან სატელეფონო საუბარს გამართავენ - CNN

ტრამპი ზელენსკი

დონალდ ტრამპი და ვოლოდიმირ ზელენსკი შეხვედრის შემდეგ, სავარაუდოდ, ევროპელ ლიდერებთან სატელეფონო საუბარს გამართავენ. ამის შესახებ „სიენენი“ ანონიმურ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით წერს.

როგორც მედია იუწყება, აშშ-ში ჩასვლამდე უკრაინის პრეზიდენტი ტელეფონით ესაუბრა ევროკავშირისა და ნატო-ს წევრი ქვეყნების ლიდერებს. ასევე, როგორც ზელენსკი აცხადებს, ესაუბრა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერს, რომელიც გუშინ ლიდერების სატელეფონო საუბარს ვერ შეუერთდა.

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრა დღეს, თბილისის დროით 22:00 საათზეა დაგეგმილი. ლიდერები განიხილავენ სამშვიდობო გეგმის ახალ ვერსიას, რომელიც 20 პუნქტისგან შედგება.