ტრამპსა და ზელენსკის შორის მოლაპარაკებების დაწყებიდან მალევე, მედიას ოთახის დატოვება მოულოდნელად სთხოვეს - წინასწარ დაანონსებული იყო, რომ დღევანდელი შეხვედრა ღია იქნებოდა

ტრამპი ზელე

დონალდ ტრამპსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის მიმდინარე მოლაპარაკებები, რომელიც წინასწარი ინფორმაციით, მედიისთვის ღია უნდა ყოფილიყო, მოულოდნელად დახურულ ფორმატში გაგრზელდა. სავახშმო დარბაზში მყოფ ჟურნალისტებს, სადაც უკრაინისა და აშშ-ის პრეზიდენტებთან ერთად, მოლაპარაკებებში ორი ქვეყნის მთავრობის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ, ოთახის დატოვება მოულოდნელად სთხოვეს.

შემდგომი კითხვების დასმის ნებისმიერი შესაძლებლობა სწრაფად მოიხსნა, როდესაც ტრამპმა მოულოდნელად დაავალა კომუნიკაციების მრჩეველს, მარგო მარტინს, ჟურნალისტების გაყვანა ლანჩზე.

როგორც ტრამპმა აღნიშნა, სავარაუდოდ, ისინი მედიასთან კვლავ ისაუბრებენ მას შემდეგ, რაც შეხვედრა, შემდეგ კი ევროპელ ლიდერებთან სატელეფონო საუბარი დასრულდება.