დონალდ ტრამპი ბენიამინ ნეთანიაჰუს შეხვდა

ნი

 მარა-ლაგოს რეზიდენციაში აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ისრაელის პრემიერ-მინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს შეხვდა. ამერიკისა და ისრაელის პირველმა პირებმა ღაზის სექტორში არსებულ ვითარებაზე, სირიის ახალ მთავრობასთან ურთიერთობებზე, ირანის გადაიარაღებასა და ლიბანში ჰეზბოლას როლზე ისაუბრეს.

შეხვედრის შემდეგ ტრამპმა განაცხადა, რომ "ჰამასს" განიარაღებისთვის ძალიან მცირე დრო ექნება, წინააღმდეგ შემთხვევაში, 59 ქვეყანა მზადაა, ტერორისტული დაჯგუფება გაანადგუროს.