დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ მედია ცდილობს მასა და ილონ მასკს შორის დაპირისპირება გამოიწვიოს

ტრამპი მასკი

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ მედია ცდილობს მასა და ილონ მასკს შორის დაპირისპირება გამოიწვიოს. ამის შესახებ ტრამპმა ილონ მასკთან ერთად „ფოქს ნიუსისთვის“ ჩაწერილ ინტერვიუში განაცხადა, რომელიც ეთერში სამშაბათს, 18 თებერვალს გავა.

„ილონმა დამირეკა. მან თქვა: „იცი, ისინი ცდილობენ ჩვენს დაპირისპირებას“. მე ვუთხარი: „ნამდვილად“. იცით, მათ თქვეს, ჩვენ გვაქვს სასწრაფო ახალი ამბები. დონალდ ტრამპმა პრეზიდენტობაზე კონტროლი ილონ მასკს გადააბარა. პრეზიდენტი მასკი დღეს საღამოს, 20:00 საათზე კაბინეტის სხდომას დაესწრება. და მე ვამბობ, ეს უბრალოდ ძალიან აშკარაა. ისინი ძალიან ცუდად აკეთებენ ამას. ადრე ვფიქრობდი, რომ ისინი კარგად აკეთებდნენ ამას. სინამდვილეში ცუდად აკეთებენ. კარგად რომ აკეთებდნენ, ვერასდროს გავხდებოდი პრეზიდენტი, მაგრამ იცი, რა ვისწავლე, ილონ? ხალხი ჭკვიანია. მათ ესმით ეს“, – განაცხადა ტრამპმა.