„შეცდომები ყველას მოსდის და ყველას აქვს ცუდი პერიოდები...“ - ელენე ეპიტაშვილის გულახდილი ინტერვიუ
1745524044
ბიზნესმენი და მილიარდერი მოჰამედ ალ-ფაიედი 94 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
მოჰამედ ალ-ფაიედი 1929 წლის 27 იანვარს, ეგვიპტეში დაიბადა, 1960-იან წლებში კი დიდ ბრიტანეთში გადასახლდა. Sunday Times Rich List-ის მიხედვით, ის ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ადამიანი იყო. წელს მისი ოჯახის ქონებამ £1,7 მილიარდი შეადგინა. სხვადასხვა დროს ალ-ფაიედი იყო საფეხბურთო კლუბ „ფულემის“, პარიზის სასტუმრო Ritz-ისა და ლონდონის უნივერმაღის Harrods მფლობელი.
მისი უფროსი ვაჟი დოდი პრინცესა დიანას ხვდებოდა და 1997 წლის აგვისტოში მასთან ერთად ავტოკატასტროფაში დაიღუპა. მოჰამედი მიიჩნევდა, რომ წყვილი დედოფალ ელისაბედ მეორის მეუღლის, პრინც ფილიპის მიერ ორგანიზებული შეთქმულების შედეგად მოკლეს. მილიარდერი მრავალი წლის განმავლობაში აფინანსებდა მისი ვაჟისა და დიანას გარდაცვალების ფაქტის გამოძიებას.