დიმიტრი პესკოვი უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს უკრაინულ და რუსულ მხარეებს შორის კატარში შეხვედრა შედგა

დიმიტრი პესკოვი

კრემლის პრესსპიკერი დიმიტრი პესკოვი უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს უკრაინულ და რუსულ მხარეებს შორის კატარში შეხვედრა შედგა. ინფორმაციას ამის შესახებ „როიტერი“ ავრცელებს.

უკრაინული და რუსულ მხარეებს შორის კატარში შეხვედრაზე ინფორმაცია გამოცემა „ბლუმბერგმა“ გაავრცელა.

გამოცემა იუწყებოდა, რომ შეხვედრაზე საუბრის მთავარ თემა ატომური ობიექტების თავდასხმებისგან დაცვა იყო.