1692302192
დიმიტრი პესკოვი - რუსეთი უკრაინისთვის „ტომაჰავკის“ შორ მანძილზე მოქმედი რაკეტის შესაძლო მიწოდების საკითხით შეშფოთებულია

რუსეთი უკრაინისთვის „ტომაჰავკის“ შორ მანძილზე მოქმედი რაკეტის შესაძლო მიწოდების საკითხით შეშფოთებულია, – ამის შესახებ კრემლის პრესმდივანი დიმიტრი პესკოვი აცხადებს.
დიმიტრი პესკოვის თქმით, „ტომაჰავკის“ გადაცემასთან დაკავშირებით კომენტარები ხშირად კეთდება, რასაც კრემლი ყურადღებით ისმენს და „სწავლობს“.
მისივე განცხადებით, იარაღის სერიოზულობის მიუხედავად, „ტომაჰავკებს“ ფრონტის ხაზზე ვითარების შეცვლა მაინც არ შეუძლია.
„ტომაჰავკის“ საკითხი დიდ შეშფოთებას იწვევს და პრეზიდენტმა პუტინმა ამის შესახებ უკვე ისაუბრა. ეს იარაღი განსაკუთრებულია, ის შეიძლება, იყოს ბირთვული ან არაბირთვული. აქვს მნიშვნელოვანი მოქმედების რადიუსი, სერიოზული იარაღია. თუმცა, ის ფრონტის ხაზზე არსებულ სიტუაციას ვერ შეცვლის“, – აცხადებს კრემლის პრესმდივანი.
პესკოვის თქმით, „დაძაბულობის ესკალაციის თვალსაზრისით, ყველა მხრიდან ძალიან დრამატული მომენტია“.
„რუსული მხარე აგრძელებს საუბარს იმაზე, რომ ჩვენ მზად ვართ მშვიდობიანი მოგვარებისთვის, ასევე გვესმის, რომ ტრამპი მუდმივად საუბრობს მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდომის აუცილებლობაზე და აქედან გამომდინარე გამოგვაქვს დასკვნა, რომ ის პოლიტიკურ ნებას ინარჩუნებს“, – აცხადებს დიმიტრი პესკოვი და აღნიშნავს, რომ აშშ-ის პრეზიდენტისგან განსხვავებით, ევროპასა და კიევს ამ მიმართულებით რაიმეს გაკეთების სურვილი არ აქვთ