11 დეკემბერს შუქი გაითიშება - ნახეთ, მისამართები და გრაფიკი დეტალურად
1765382152
„დიდი შვიდეულის“ წევრი ქვეყნების ფინანსთა მინისტრებმა განაცხადეს, რომ უკრაინაში სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის მისაღწევად მზად არიან, განიხილონ ყველა გაყინული რუსული აქტივის კონფისკაცია.
მინისტრებმა აღნიშნეს, რომ ისინი მხარს უჭერენ უკრაინის მთავრობას რეფორმების განხორციელებაში, განსაკუთრებით კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლასა და სახელმწიფო საწარმოების მმართველობის გაუმჯობესებაში.
„ჩვენ გავაგრძელებთ თანამშრომლობას უკრაინის მხარდასაჭერად დაფინანსების ფართო სპექტრის ვარიანტების შემუშავების მიზნით, მათ შორის რუსეთის სუვერენული აქტივების სრული ღირებულების პოტენციურად გამოყენებით, რომლებიც გაყინულია ჩვენს იურისდიქციებში რუსეთის მიერ რეპარაციების გადახდამდე, ომის დასასრულებლად და უკრაინაში სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის უზრუნველსაყოფად“, – ნათქვამია განცხადებაში.
მათივე ცნობით, G7-ის წევრი ქვეყნები საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად გააგრძელებენ კოორდინაციას და კოლექტიური უსაფრთხოებისა და მდგრადობის გაძლიერებას.