ვრცელდება ლელა კაკულიას წინასწარმეტყველება
1750146090
„დიდი შვიდეულის” ლიდერებმა სამიტის პირველი დღის შემდეგ ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნეს.
„ჩვენ, „დიდი შვიდეულის“ ლიდერები, ვადასტურებთ ჩვენს ერთგულებას ახლო აღმოსავლეთში მშვიდობისა და სტაბილურობის მიმართ.
ამ კონტექსტში, ჩვენ ვადასტურებთ, რომ ისრაელს აქვს უფლება, დაიცვას თავი.
ჩვენ კიდევ ერთხელ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს მხარდაჭერას ისრაელის უსაფრთხოების მიმართ. ასევე, ვადასტურებთ მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვის მნიშვნელობას. ირანი რეგიონული არასტაბილურობისა და ტერორის მთავარი წყაროა.
ჩვენ მუდმივად ნათლად ვაცხადებდით, რომ ირანს არასდროს შეიძლება, ჰქონდეს ბირთვული იარაღი.
ჩვენ მოვუწოდებთ, რომ ირანის კრიზისის მოგვარებამ უნდა გამოიწვიოს საომარი მოქმედებების უფრო ფართო დეესკალაცია ახლო აღმოსავლეთში, მათ შორის ღაზაში ცეცხლის შეწყვეტა.
ჩვენ ყურადღებას გამოვიჩენთ საერთაშორისო ენერგეტიკულ ბაზრებზე მოსალოდნელი შედეგების მიმართ და მზად ვიქბებით კოორდინაციისთვის, მათ შორის მსგავსი შეხედულებების მქონე პარტნიორებთან ბაზრის სტაბილურობის უზრუნველსაყოფად“, - აღნიშნულია განცხადებაში.