რა უნდა გააკეთოთ შობის დღესასწაულზე, ოჯახში კეთილდღეობა რომ დაგებედოთ
1736151249
2024 წლის აპრილში, ცნობილი სიამის ტყუპების - ები და ბრიტანი ჰენსელების ქორწინების ვიდეომ ინტერნეტსივრცე მოიცვა და მსოფლიო აალაპარაკა. მოგვიანებით გაირკვა, რომ კადრები სულაც არ იყო ახალი - ის 2021 წელსაა გადაღებული.
ები და ბრიტნი 1990 წლის 7 მარტს დაიბადნენ... ჰენსელების ოჯახში ერთ გოგონას ელოდნენ - თუმცა, ექიმები გაოცებულები დარჩნენ, როდესაც სამყაროს 2 მათგანი მოევლინა.
გოგონები სრულფასოვანი ცხოვრებით ცხოვრობენ. ებიმ და ბრიტანიმ მართვის მოწმობაც აიღეს, თითოეულმა ცალ-ცალკე. გამოცდაც ინდივიდუალურად ჩააბარეს. გოგონები მშვიდად და შეთანხმებულად მართავენ მანქანას. შესანიშნავად ატარებენ ველოსიპედს და უკრავენ ფორტეპიანოზე ორ ხელში. ებბიმ თავისი ტყუპისცალი მეჯვარედაც კი არ წაიყვანა და ეს მისია უფროს დას დააკისრა.
ცნობილმა სიამის ტყუპმა ები და ბრიტანი ჰენსელებმა გამომწერებს ორსულობის შესახებ ეჭვები გაუჩინეს. 34 წლის ტყუპმა სოციალურ ქსელში უცნაური უცნაური ვიდეო გაავრცელა.
TikTok ანგარიშზე დებს უკვე 300 000-ზე მეტი მიმდევარი ჰყავთ.
გოგონებმა გამოაქვეყნეს მათი პირადი ცხოვრების ამსახველი სტატიების სათაურების სლაიდშოუ, რომელთაგან ბოლო ასე ჟღერს: „დაქორწინდა და ბავშვს ელოდება“.
კომენტარებში ებისა და ბრიტანის მიმდევრებმა მაშინვე მილოცვებისა და კეთილი სურვილების კორიანტელი დააყენეს : "გილოცავთ მომავალი შვილის დაბადებას!", "გილოცავთ ორსულობას“, - წერენ ინტერნეტის მომხმარებლები.
ამავდროულად, თაყვანისმცემლებმა შეკითხვებით აავსეს ტყუპი, ცდილობენ დეტალების გარკვევას, მაგრამ ები და ბრიტანი დუმილს ინარჩუნებენ, რაც საზოგადოების ინტერესს კიდევ უფრო აღვივებს.
ცნობისთვის, მოზარდობის პერიოდში გადაღებულ დოკუმენტურ ფილმში, მათმა დედამ თქვა, რომ მათ ძალიან სურდათ ოდესმე საკუთარი შვილები ჰყოლოდათ და განმარტა: „ეს შესაძლოა მოხდეს, რადგან საჭირო ორგანოები ნამდვილად მუშაობს“.
”დიახ, ჩვენ დედები გავხდებით”, - დაეთანხმა ბრიტანი.
ები დათანხმდა და თქვა: "დიახ, ჩვენ ერთ დღეს დედები ვიქნებით, მაგრამ ჯერ არ გვინდა ვისაუბროთ ამაზე“.
წყვილს შეუძლია ერთმანეთისგან დამოუკიდებლად ჭამა, წერა და დავალებების შესრულება, მაგრამ იზიარებენ ერთ სხეულსა და ყველა ორგანოს, წელის ქვემოთ, მათ შორის ნაწლავებს, შარდის ბუშტსა და რეპროდუქციულ ორგანოებს.
ეს ნიშნავს, რომ მათ შეუძლიათ დაორსულება ტრადიციული გზით, მაგრამ გაურკვეველია, ვინ იქნება ბავშვის დედა კანონიერად.