10 პროფესია, რომელიც უახლოეს წლებში გაქრება
1718293457
ცოტა ხნის წინ ცნობილი სიამის ტყუპების - ები და ბრიტანი ჰენსელების ქორწინების ვიდეომ ინტერნეტსივრცე მოიცვა და მსოფლიო აალაპარაკა.
თუმცა, როგორც მოგვიანებით გაირკვა, კადრები სულაც არ არის ახალი - ისინი 2021 წელსაა გადაღებული.
ები და ბრიტანი თავად საკუთარ თავს ამ სიტყვებით ახასიათებენ: „ჩვენ სხვადასხვა ადამიანები ვართ, უბრალოდ, ერთი სხეული გვაქვს“... დები მინესოტაში ცხოვრობენ, დაწყებითი კლასების მასწავლებლები არიან. როგორც ისინი ამბობენ, მხოლოდ ებია დაოჯახებული, ხოლო ბრიტანი კვლავ მარტოა, უბრალოდ დის ბედნიერებას უწყობს ხელს. ების რჩეული აშშ-ის არმიის ვეტერანი ჯოშუა ბოულინგია. სხვა ინფორმაცია ჯოშუაზე საერთაშორისო მედიაში არ მოიპოვება...
რაც შეეხება ებისა და ბრიტანის, მათ შესახებ მსოფლიომ 1996 წელს შეიტყო, როცა ოპრა უინფრის შოუს გმირები გახდნენ, მერე კი ერთ-ერთ გასართობ არხზე მათი მონაწილეობით რეალითი-შოუ გადიოდა. თუმცა, კოლეჯის დამთავრების შემდეგ, ტყუპებმა შოუბიზნესში დარჩენა აღარ მოისურვეს და მასწავლებლობა ამჯობინეს.
ები და ბრიტნი 1990 წლის 7 მარტს დაიბადნენ.. ჰენსელების ოჯახში ერთ გოგონას ელოდნენ - თუმცა, ექიმები გაოცებულები დარჩნენ, როდესაც სამყაროს 2 მათგანი მოევლინა.
მშობლებმა გადაწყვიტეს, ბავშვები ჩვეულებრივ სკოლაში შეეყვანათ, რომ თავი გარე სამყაროსგან მოწყვეტილად არ ეგრძნოთ. მალე გოგონებმა მეგობრებიც შეიძინეს. როდესაც მათთან მიმოწერა ჰქონდათ, თუ ორივე ერთ აზრზე იყო, წერდნენ "მე", ხოლო თუ განსხვავებული აზრი ჰქონდათ, აკონკრეტებდნენ, რომელი როგორ ფიქრობდა და ყველას ეუბნებოდნენ, რომ ისინი ცალ-ცალკე ადამიანები იყვნენ, უბრალოდ ერთ სხეულში დაიბადნენ.
ების სახლში მარტო დარჩენა უყვარს, არ ეშინია სიმაღლის და ძალიან მოსწონს ყავის ღამით დალევა.. ბრიტანი კი განსხვავებულია. მას წვეულებებზე სიარული და მოგზაურობა უყვარს.. მათ სხეულს განსხვავებული ტემპერატურაც კი აქვთ. ყველაზე ხშირად ტანსაცმლის არჩევაზე კამათობენ. როგორც თავად ამბობენ, განსხვავებული სტილი და ფერები მოსწონთ. ოთახიც ორივეს გემოვნების შესაბამისადაა მოწყობილი. როცა რაღაცის გადაწყვეტა სურთ, მონეტას აგდებენ.
გოგონები სრულფასოვანი ცხოვრებით ცხოვრობენ. ებიმ და ბრიტანიმ მართვის მოწმობაც აიღეს, თითოეულმა ცალ-ცალკე. გამოცდაც ინდივიდუალურად ჩააბარეს. გოგონები მშვიდად და შეთანხმებულად მართავენ მანქანას. შესანიშნავად ატარებენ ველოსიპედს და უკრავენ ფორტეპიანოზე ორ ხელში.
დებს ცალ-ცალკე პასპორტები აქვთ, თუმცა თვითმფრინავსა და მატარებელში ერთ ადგილს იკავებენ. ისინი ადგილობრივ სკოლაში, მათემატიკას ასწავლიან და მეხუთეკლასელების საყვარელ მასწავლებლებად ითვლებიან. ბავშვებს ძალიან მოსწონთ მათთან ურთიერთობა და რჩევებს ხშირად ეკითხებიან. ტყუპები მთელ მსოფლიოში ცნობილები არიან. მაგრამ, გოგონებს საკუთარი თავების დღის გმირებად ქცევა არ უყვართ.. ამიტომ მედიასთან იშვიათად კონტაქტობენ.. ებისა და ბრიტნის ისტორია არაერთი ადამიანისთვის ინსპირაციის წყაროდ იქცა.. სიამის ტყუპების ამბავმა საზოგადოებას კიდევ ერთხელ დაუმტკიცა, რომ ყველა ადამიანი უნიკალურია და საკუთარი თავი ისეთებად უნდა მივიღოთ, როგორებიც ვართ..