9 ოქტომბერს შუქი გაითიშება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი
1728414593
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი რიში სუნაკი პოლიციამ დააჯარიმა მანქანის ტარებისას უსაფრთხოების ღვედის არქონის გამო. ამის შესახებ CNN წერს.
როგორც ირკვევა, სუნაკი სამართალდარღვევის ჩადენის დროს სოციალური მედიისთვის კლიპს იღებდა. სწორედ კლიპის გავრცელების დროს გაირკვა, რომ მას ღვედი არ ეკეთა.
„პრემიერ-მინისტრი სრულად აღიარებს, რომ ეს შეცდომა იყო“, - ამბობს პრემიერის სპიკერი.
სუნაკის სპიკერმა მანამდე თქვა, რომ პრემიერმა ბოდიში მოიხადა „მცირე შეცდომის გამო“, როდესაც მან გადაიღო ინსტაგრამის ვიდეო ჩრდილოეთ ინგლისში და მოუწოდა ხალხს დაეცვათ უსაფრთხოების წესები და ეტარებინათ ღვედი.
დიდ ბრიტანეთში მსგავს შემთხვევებში ჯარიმა 500 ფუნტია.
ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როცა პოლიციამ სუნაკი საჯარო თანამდებობაზე ყოფნის დროს დააჯარიმა. 2022 წლის აგვისტოში, სუნაკი, მაშინდელი ფინანსთა მინისტრი და ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი, გაერთიანებული სამეფოს მთავრობის შენობებში ჩაკეტილი წვეულებების გამართვის გამო პოლიციამ დააჯარიმა.