1731519914
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი მოულოდნელი ვიზიტით უკრაინაში გაემგზავრა
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი მოულოდნელი ვიზიტით უკრაინაში გაემგზავრა. ტელეკომპანია „სკაი ნიუსის“ ცნობით, რიში სუნაკი და ვოლოდიმირ ზელენსკი უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას მოაწერენ ხელს.
დოკუმენტი სადაზვერვო ინფორმაციის გაცვლას, კიბერუსაფრთხოების გაძლიერებას და სამხედრო წარმოების სფეროში თანამშრომლობას მოიცავს.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ პრემიერ-მინისტრი სუნაკი კიევში უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტის გამოყოფის შესახებ განაცხადებს. ბრიტანული მედიის ცნობით, გაერთიანებული სამეფო უკრაინისთვის 2 მილიარდ 500 მილიონი გირვანქა სტერლინგის სამხედრო დახმარების გადაცემას გეგმავს.