დიდი ბრიტანეთის მთავრობის პოზიციის ცვლილება ამ ეტაპზე წარმოადგენს ჯილდოს „ჰამასისთვის“ - ისრაელის საგარეო უწყება

პეკინში ისრაელელ დიპლომატს თავს დაესხნენ

ისრაელი აკრიტიკებს დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის განცხადებას ლონდონის მიერ პალესტინის სახელმწიფოს აღიარების განზრახვის შესახებ.

ამის შესახებ ნათქვამია ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

„ისრაელი აკრიტიკებს დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებას. ბრიტანეთის მთავრობის პოზიციის ცვლილება, რომელიც მოჰყვა საფრანგეთის ქმედებებს და შიდა პოლიტიკურ ზეწოლას, ამ ეტაპზე წარმოადგენს ჯილდოს „ჰამასისთვის“ და ზიანს აყენებს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების მიღწევის და მძევლების გათავისუფლების ძალისხმევას“, – აღნიშნულია ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაში.

ცნობისთვის, გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ლონდონი პალესტინის სახელმწიფოს სექტემბერში აღიარებს, თუ ისრაელი ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტისთვის ნაბიჯებს არ გადადგამს.

მანამდე პალესტინის სახელმწიფოს აარიარების განზრახვის შესახებ საფრანგეთმა განაცხადა.