1753907905
სააპელაციო სასამართლოში გიორგი ბაჩიაშვილის საქმის განხილვა დაიწყო

თბილისის სააპელაციო სასამართლოში „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის საქმის განხილვა დაიწყო.
გიორგი ბაჩიაშვილმა სააპელაციო სასამართლოში თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა.
„თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი ხელმძღვანელი გიორგი ბაჩიაშვილი 27 მაისს დააკავეს.
პროკურატურა თანაინვესტირების ფონდის ყოფილ ხელმძღვანელს, გიორგი ბაჩიაშვილს ბიძინა ივანიშვილის ფულის მითვისებას ედავებოდა. საუბარია 39 მილიონ დოლარზე. პროკურატურის ინფორმაციით, ბაჩიაშვილმა 2015 წლის ზაფხულში მის მიერ პირადად მობილიზებული და ინვესტორის, ამ შემთხვევაში, ივანიშვილის მიერ გადაცემული თანხებით კრიპტოვალუტა – ბიტკოინის გამომუშავება/მაინინგში ინვესტიცია განახორციელა, ინვესტორს კი კუთვნილი თანხა არ გადასცა.
გიორგი ბაჩიაშვილს 11 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.

როგორ დავიძინოთ, თუ ოთახში ძალიან ცხელა
1753709700