1753907905
რა დეტალები ვრცელდება სასტიკად მოკლული ცნობილი მომღერლის საქმეზე - ბრალდებული დაკავებულია

ცნობილი უზბეკი მომღერალი, 35 წლის ზებოი ჯაჰონი (ნამდვილი სახელი – ზებინიშო ნოსიროვა), საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს.
ოფიციალური ინფორმაციით, მომღერალი მოკლულია და მის მკვლელობაში ბრალდებულია მეუღლე.
ადგილობრივი მედიის ცნობით, ოჯახური კონფლიქტის დროს, ქმარმა მომღერალი საკუთარი ხელებით დაახრჩო.
შემთხვევა 26 ივლისს მოხდა.
ფაქტზე გამოძიება უზბეკეთის სისხლის სამართლის კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც წინასწარ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
უზბეკეთის სამართალდამცავი ორგანოები ოფიციალურად ადასტურებენ მამაკაცის დაკავებას. საქმეზე მიმდინარეობს წინასასამართლო გამოძიება.
ზებოი ჯაჰონი ქვეყანაში ცნობილი სახე იყო – მას მრავალი თაყვანისმცემელი ჰყავდა და აქტიურად იყო ჩართული უზბეკური შოუბიზნესში. მომღერალი სამი შვილის დედა იყო.
საზოგადოებაში საქმე მწვავე რეზონანსს იწვევს, განსაკუთრებით ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ მოქმედ აქტივისტთა და ქალთა უფლებების დამცველთა წრეებში.