„ვსაუბრობ ამ თემაზე, როგორი მძიმე მოსასმენიც არ უნდა იყოს...“ - გოგა მანია მიმართვას ავრცელებს
1750361890
დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი დევიდ ლემი ჟენევაში მიემგზავრება, სადაც ის თავის ფრანგ და გერმანელ კოლეგებს, ასევე ირანის საგარეო საქმეთა მინისტრ აბას არაღჩის შეხვდება.
გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრას საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი კომისარი კაია კალასიც დაესწრება.
„ბიბისი“ წერს, რომ ეს იქნება პირველი შეხვედრა ირანელ და დასავლელ ლიდერებს შორის მას შემდეგ, რაც ისრაელმა ერთი კვირის წინ საჰაერო დარტყმები დაიწყო.
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჟან-ნოელ ბარომ განაცხადა, რომ მოლაპარაკებების მიზანია ირანისგან მისი ბირთვული და ბალისტიკური რაკეტების პროგრამების შეჩერება მოხდეს.