დედამიწაზე არსებობს ერთადერთი ზღვა, რომელსაც ნაპირი არ აქვს

სარგასის ზღვა

ჩრდილოეთ ატლანტის ოკეანეში, დაახლოებით ფლორიდის აღმოსავლეთით 900 კილომეტრის მანძილზე, მდებარეობს უჩვეულოდ მშვიდი წყალთა ტერიტორია.  მას სარგასის ზღვას უწოდებენ. ამ უცნაური ზღვის შესახებ Earth.com-ი წერს.

წყლის ამ ნაწილს არ აქვს არც ნაპირი და არც კუნძული, თუმცა მას აქვს საკუთარი სახელი: სარგასის ზღვა, ოკეანის ნაწილი, რომელიც განსხვავებულია გარშემო არსებულ წყლებთან შედარებით.

ზედაპირზე წარმოიქმნება ოქროს-მოყვითალო წყალმცენარეები, რომლებსაც სარგასუმი ეწოდება.

სარგასის ზღვას ნაპირი არ აქვს, იმიტომ რომ ეს არ არის ჩვეულებრივი ზღვასავით გამოკვეთილი წყლის ფართი მიწის გარშემო, არამედ ატლანტიკური ოკეანის ღია წყლებში მდებარე რეგიონია, რომელიც შემოსაზღვრულია მხოლოდ ძლიერი ოკეანური დინებებით.

სარგასის ზღვას  გარედან მხოლოდ წყალი ესაზღვრება; გარშემო არ არის მიწის კონტინენტული ნაპირი.სარგასის ზღვა არის წყლის მასივი, რომელიც მკაფიო ნაპირს არ ავლენს, მაგრამ აქვს თავისებური ეკოსისტემა.