დავით არახამია: უკრაინამ არჩევნებში ჰიბრიდული კენჭისყრის შესაძლებლობა უნდა განიხილოს

რადას დეპუტატი

უკრაინის პარლამენტში ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარემ, დავით არახამიამ განაცხადა, რომ უკრაინამ უნდა განიხილოს, შესაძლებელია თუ არა ჰიბრიდული ხმის მიცემის - ონლაინ და ოფლაინ - გამოყენება არჩევნებში.

უკრაინელების საზღვარგარეთ ხმის მიცემაზე საუბრისას მან აღნიშნა, რომ საზღვარგარეთ უბნების გამტარუნარიანობა შესაძლოა შეზღუდული იყოს.

„შესაბამისად, საჭირო იქნება იმ საკითხის გადაჭრა, ეს რამდენიმე დღეზე გადანაწილდეს თუ დავუბრუნდეთ ჰიბრიდული კენჭისყრის საკითხს ონლაინ-მექანიზმების გამოყენებით“, - აღნიშნა არახამიამ.

მან იმედი გამოთქვა, რომ სამუშაო ჯგუფი დაამუშავებს საკითხს იმის შესახებ, შესაძლებელია თუ არა ჰიბრიდული - ონლაინ და ოფლაინ - კენჭისყრის ჩატარება.

„რადგან ჩვენ წინაშეა კიდევ ერთი ძალიან, ძალიან დიდი და რთული პროცესი - ეს არის დევნილთა, იძულებით გადაადგილებულ პირთა ხმის მიცემა“, - დასძინა მან.