პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
რუსეთმა იაპონიის წინააღმდეგ სანქციები დააწესა. ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, შეზღუდვები დაწესდა 63 იაპონელი მაღალჩინოსნის, ჟურნალისტისა და პროფესორის წინააღმდეგ, რომლებიც, მოსკოვის განცხადებით, ჩართული არიან რუსეთის წინააღმდეგ „მიუღებელ რიტორიკაში“.
რუსეთის „შავ სიაში“ იაპონიის პრემიერ-მინისტრი ფუმიო კიშიდა, საგარეო საქმეთა მინისტრი იოშიმასა ჰაიაში, თავდაცვის მინისტრი ნობუო კიში და სხვა მაღალჩინოსნები მოხვდნენ.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნულ პირებს უვადოდ აეკრძალათ რუსეთში შესვლა.
შეგახსენებთ, რუსეთმა იაპონიას შეზღუდვები უკრაინაში ომის დაწყების გამო, ტოკიოს მიერ მოსკოვის წინააღმდეგ შემოღებული სანქციების საპასუხოდ დაუწესა.