დაშორების შესახებ TikTok-ზე დადებული პოსტების გამო ქმარმა ჩიკაგოელი ცოლი მოკლა

chikago

ჩიკაგოელი ქალი, რომელიც ქმართან დაშორების შესახებ "ტიკტოკზე" ხშირად საუბრობდა, ყოფილმა პარტნიორმა მოკლა, შემდეგ კი თავადაც თავი მოიკლა, ინფორმაციას "ინსაიდერი" ავრცელებს.

29 წლის სანია ხანი 36 წლის რაჰილ აჰმადს რამდენიმე თვის წინ დაშორდა, ორივეს ცხედარი ქალის სახლში აღმოაჩინეს.

ხანი, რომელიც გფოტოგრაფი იყო, "ტიკტოკის" მომხმარებლებს ხშირად უზიარებდა ხოლმე საკუთარ ემოციებს ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლის შესახებ, იმის მიუხედავად, რომ როგორც თავად აღნიშნავდა, მისი პაკისტანურ-ამერიკული ოჯახისთვის ეს მიუღებელი იყო.

"ჩემი ოჯახის წევრები მეუბნებოდნენ, რომ თუ ქმარს დავშორდებოდი, ეშმაკი გაიმარჯვებდა. მეუბნებოდნენ, რომ მაცვია ვულგარულად და თუ ჩემს მშობლიურ ქალაქში დავბრუნდებოდი, თავს მოიკლავდნენ," - ამბობდა სანია ხანი.

ყოფილ ცოლზე შურის საძიებლად აჰმადი ჩიკაგოში ჯორჯიის შტატიდან ჩავიდა. პოლიციამ გასროლის ხმა გაიგო, რის შემდეგაც სახლში შევიდნენ. ხანი უკვე გარდაცვლილი იყო, აჰმადი კი მოგვიანებით, საავადმყოფოში გარდაიცვალა.