1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის თქმით, დასავლური სანქციები და პოლიტიკური წნეხი რუსეთს უბიძგებს ბელარუსთან გაერთიანების პროცესი დააჩქაროს.
ამის შესახებ პუტინმა რუსეთისა და ბელარუსის რეგიონების ფორუმზე გამოსვლისას ისაუბრა.
„დასავლეთის მხრიდან უპრეცედენტო პოლიტიკური წნეხი და სანქციები გვიბიძგებს, რომ (ბელარუსთან) გაერთიანების პროცესები დავაჩქაროთ. სანკტ-პეტერბურგში, ალექსანდრ ლუკაშენკოსთან შეხვედრის დროს სხვა საკითხებთან ერთად ეს საკითხიც განვიხილეთ. ამასთან, განვიხილეთ ბელარუსული საქონლისთვის რუსეთის ბალტიის პორტების გამოყენების შესაძლებლობა“, - აღნიშნა პუტინმა.
ლუკაშენკომ კი პუტინთან შეხვედრის დროს, საბჭოთა კავშირის ყოფილ წევრებს, ბელარუსის მსგავსად, რუსეთთან დაახლოებისკენ მოუწოდა.
„მათ, ვისაც ჯერ კიდევ ეჭვები აქვთ, უნდა გაიაზრონ, რომ ახლო მომავალში გაერთიანებისა და კავშირის გარეშე, სახელმწიფოებს შორის კავშირებია და უბრალო ადამიანური ურთიერთობების გარეშე, შესაძლოა, ხვალინდელი დღე არ გვქონდეს“, - თქვა ლუკაშენკომ.