პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ვლადიმერ პუტინის გამო მზად ვარ ტყვიას წინ გადავუდგე,- ამის შესახებ ფორმულა 1-ის ყოფილმა ხელმძღვანელმა, ბერნი ეკლსტოუნმა განაცხადა. ინფორმაციას Daily Mail-ი ავრცელებს.
Good Morning Britain-სთვის მიცემულ ინტერვიუში ბიზნესმენმა პუტინს პირველი კლასის ადამიანი უწოდა და აღნიშნა, რომ რუსეთს ძალიან გონიერი ლიდერი ჰყავს.
ეკლსტოუნმა უკრაინაში რუსეთის სამხედრო ინტერვენციის შესახებაც ისაუბრა. მისი თქმით, სამოქალაქო პირების სიკვდილი პუტინს განზრახული არ ჰქონდა.
აღსანიშნავია, რომ ეკლსტოუნი და ვლადიმერ პუტინი დიდი ხანია მეგობრობენ, ისინი ერთმანეთს პირველად 2014 წელს შეხვდნენ. ყველა ინტერვიუში ეკლსტოუნი ყოველთვის დადებითად იხსენიებს პუტინს და მის ქმედებებს იწონებს.