პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი მისი თვითმფრინავისთვის საჰაერო სივრცის ჩაკეტვას ეხმაურება. მისი თქმით, სერბეთში მისი ვიზიტის გარშემო შექმნილი ვითარება წარმოუდგენელია.
„რა თქმა უნდა, მოხდა წარმოუდგენელი რამ - სუვერენულ სახელმწიფოს ჩამოერთვა საგარეო პოლიტიკის გატარების უფლება. დაბლოკილია სერბეთის საერთაშორისო აქტივობები რუსეთის მიმართულებით.
„თუ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი დასავლეთში აღიქმება, როგორც თითქმის გლობალური მასშტაბის საფრთხე, ეს ნიშნავს, რომ დასავლეთში საქმე საკმაოდ ცუდადაა“, - განაცხადა ლავროვმა.
შეგახსენებთ, სერბეთში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის ვიზიტი გაუქმდა, რადგან სერბეთის სამმა მეზობელმა ქვეყანამ, ბულგარეთმა, ჩრდილოეთ მაკედონიამ და მონტენეგრომ რუსი დიპლომატის თვითმფრინავისთვის თავიანთი საჰაერო სივრცე დახურეს.