ზოდიაქოს რომელი ხუთი ნიშანი მიაღწევს თავის მიზანს 2025 წელს
1732219581
2 იანვრის დილას უკრაინის მთელს ტერიტორიაზე საჰაერო განგაშის სიგნალები ამოქმედდა. შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების პრესსამსახურის ცნობით, მტერს ჰაერში Tu-95MS ტიპის სტრატეგიული ბომბდამშენი ჰყავს გაშვებული.
უკრაინის საჰაერო ძალების პრესსამსახური მოსახლეობას მოუწოდებს, არ უგულებელყონ სირენების ხმა და თავშესაფრებში დარჩნენ.
მათი ცნობით, სუმის რაიონში რაკეტები მირგოროდის მიმართულებით მოძრაობენ, მათ ნაწილს კი კურსი სამხრეთ-დასავლეთით აქვს აღებული.
უკრაინის სამხედრო ძალები მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს და მიმართვას ავრცელებს:
„კიევი - დარჩით თავშესაფრებში. ბევრი რაკეტა მოემართება თქვენი მიმართულებით“,- ნათქვამია მიმართვაში.