დანიის პრემიერი - ჯერ კიდევ ბევრი გადაწყვეტილებაა მისაღები ევროკავშირში უკრაინის რეალურ წევრობამდე, მაგრამ უკრაინელები ნამდვილად ასრულებენ საშინაო დავალებას, ახლა დროა, ევროპამ იგივე გააკეთოს

მეტე ფრედერიქსენი

უკიდურესად შთამბეჭდავია, რომ უკრაინას – ომში მყოფ ქვეყანას შეუძლია არა მხოლოდ ევროპელებზე უკეთესი, უფრო სწრაფი და იაფი წარმოება, მაგალითად, დრონების, არამედ შეუძლია რეფორმების განხორციელება და კონკრეტულ ნაბიჯების გადადგმა, მიუხედავად იმისა, რომ ომშია, – ამის შესახებ დანიის პრემიერ-მინისტრმა, მეტე ფრედერიქსენმა განაცხადა.

დანიის პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ გამოუცხადა მხარდაჭერა უკრაინას ევროკავშირში გაწევრიანებას.

„ვფიქრობ, ისინი თავის წვლილს ასრულებენ. ჯერ კიდევ ბევრი გადაწყვეტილებაა მისაღები რეალურ წევრობამდე, მაგრამ ისინი ნამდვილად ასრულებენ თავიანთ საშინაო დავალებას. ახლა დროა, ევროპამ იგივე გააკეთოს“, – ამბობს დანიის პრემიერი.