26 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი
1742931180
დანიის პრემიერ-მინისტრმა, მეტე ფრედერიკსენმა განაცხადა, რომ აშშ გრენლანდიაზე მიუღებელ ზეწოლას ახორციელებს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters ავრცელებს.
დანიის მთავრობის მეთაური გამოეხმაურა მიმდინარე კვირაში აშშ-ის მაღალი დონის დელეგაციის ვიზიტს გრენლანდიაში.
აღსანიშნავია, რომ ვიზიტს აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის მეუღლე, უშა ვენსი უხელმძღვანელებს.
„უნდა ვთქვა, რომ ამ სიტუაციაში გრენლანდიასა და დანიაზე ზეწოლა მიუღებელია. და ეს არის ზეწოლა, რომელსაც ჩვენ წინააღმდეგობას გავუწევთ“, - აღნიშნა მეტე ფრედერიკსენმა.
„ვიზიტი აშკარად არ ეხება იმას, თუ რა სჭირდება ან რა სურს გრენლანდიას. პრეზიდენტი ტრამპი სერიოზულად განწყობილია. მას გრენლანდია სურს. ამიტომ, [ეს ვიზიტი] ვერ განიხილება დამოუკიდებლად სხვა ყველაფრისგან“, - დასძინა მან.