შეიძლება თუ არა გარდაცვლილი ნათესავის საწოლზე ან ტახტზე ძილი - ეზოთერიკოსების განმარტება
1772049694
ოთხი ინფორმირებული წყაროს ცნობით, შეერთებულმა შტატებმა რუსულ ნავთობგიგანტ „ლუკოილის“ საერთაშორისო აქტივების გაყიდვის პროცესი შეაფერხა, რათა უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებებში რუსეთზე ზეწოლა მოახდინოს. ინფორმაციას ამის შესახებ Reuters ავრცელებს.
როგორც Reuters-ის მიერ მოპოვებული აშშ-ის უცხოური აქტივების კონტროლის სამმართველოს (OFAC) დოკუმენტიდან ირკვევა, ხუთშაბათს უწყება გარიგებების დასრულების ვადას 28 თებერვლიდან 1 აპრილამდე გაახანგრძლივებს.
ბოლო კვირების განმავლობაში, ჟენევაში, აბუ-დაბისა და მაიამიში გამართულ მოლაპარაკებებზე, აშშ-ის, რუსეთისა და უკრაინის მთავრობის წარმომადგენლებმა უკრაინაში სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის კუთხით გარღვევას ვერ მიაღწიეს. შეხვედრების შესახებ ინფორმირებული სამი წყაროს ცნობით, დისკუსიები მოიცავდა აშშ-ის სანქციებს რუსეთის უმსხვილეს ნავთობმომპოვებელ სახელმწიფო კომპანია „როსნეფტსა“ და სიდიდით მეორე მწარმოებელ „ლუკოილზე“.
აშშ-ს, რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდი მარტშია დაგეგმილი.
მას შემდეგ, რაც გასული წლის ოქტომბერში ვაშინგტონმა ორ რუსულ ნავთობკომპანიას სანქციები დაუწესა, OFAC-მა უკვე მესამედ გადაავადა ბოლო ვადა პოტენციური მყიდველებისთვის, რომლებიც „ლუკოილთან“ 22 მილიარდ დოლარად შეფასებული აქტივების თაობაზე აწარმოებენ მოლაპარაკებებს.
აშშ-ის ოფიციალურმა პირმა განაცხადა, რომ ხაზინის დეპარტამენტმა ბოლო ვადა გაახანგრძლივა, რათა „ხელი შეუწყოს „ლუკოილთან“ მიმდინარე მოლაპარაკებებს და მიღწეულ იქნას ისეთი შეთანხმება, რომელიც მხარს დაუჭერს პრეზიდენტ ტრამპის ძალისხმევას - წაართვას რუსეთს სამხედრო მანქანის შესანახად საჭირო შემოსავლები და მიაღწიოს მშვიდობას“.
„ნებისმიერი გარიგება მოითხოვს, რომ „ლუკოილმა“ წინასწარ არ მიიღოს არანაირი ღირებულება, ხოლო გაყიდვიდან მიღებული მთელი შემოსავალი განთავსდეს ანგარიშზე, სადაც თანხები გაიყინება და დაექვემდებარება აშშ-ის იურისდიქციას“, - აღნიშნა ოფიციალურმა პირმა.