„ამოიცნო და 60 ჭრილობა მიაყენეს…“ - რა დეტალები ხდება ცნობილი, გურიაში, სასტიკად მოკლულ ქალზე
1788164646
ტყიბულის მუნიციპალიტეტში „ტყიბულქალაქობა“ და „მეშახტის დღე“ მრავალფეროვანი ღონისძიებებით აღინიშნა.
ქალაქი სადღესასწაულოდ მოირთო. მოეწყო საბავშვო, გასართობი და სპორტული სივრცეები, ფოტო ზონები და ხილის კუთხეები. გაიმართა ქუჩის თეატრის მსვლელობა, ადგილობრივი ნაწარმისა და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა.
ღონისძიებები მეშახტეთა მემორიალის შემკობით დაიწყო. მხარისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, პარლამენტის წევრებთან ერთად, ტყიბულის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში დღესასწაულისადმი მიძღვნილი თემატური გამოფენა დაათვალიერეს, ასევე დაესწრნენ ადგილობრივი შემოქმედებითი ჯგუფების კონცერტს.
მოგვიანებით მუნიციპალიტეტის მერმა დავით კუბლაშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარემ იზოლდა ნემსაძემ, საქართველოს პარლამენტში ტყიბულის დელეგატმა ზვიად შალამბერიძემ და იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ გრიგოლ დალაქიშვილმა ტყიბულის საპატიო მოქალაქეები დააჯილდოვეს. ამასთანავე,
კომპანია „საქნახშირმა“ტრადიციულად სხვა მოწვეულ სტუმრებთან ერთად წლის წარმატებული მეშახტეები დააჯილდოვა.სადღესასწაულო ღონისძიებები ტყიბულში „ბანის“, ლინდა ადამიასა და ჯგუფ ,,ერთი მეოთხედის“ კონცერტით დასრულდა.




