პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
FDA-მ ახალი პრეპარატი დაამტკიცა, რომელსაც შაკიკისგან გამოწვეული ტკივილის შესამსუბუქებლად 15 წუთი სჭირდება. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.
აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ხარისხის კონტროლის სააგენტომ (FDA) კომპანია Pfizer-ის ცხვირის სპრეი დაამტკიცა, რომელიც მიგრენის, იმავე შაკიკის წინააღმდეგ სწრაფი მოქმედებით ხასიათდება. როგორც ცნობილია, მედიკამენტი ბაზარზე Zavzpret-ის სახელწოდებით გამოჩნდება.
Pfizer-ის პრეპარატი მიზნად ისახავს დაავადების სიმპტომების შეჩერებას ან შემცირებას იმ შემთხვევაში, თუ შაკიკის შეტევა უკვე დაწყებულია.
ბოლო სტადიის კლინიკური კვლევების შედეგები აჩვენებს, რომ Zavzpret-ს შეუძლია ტკივილის სწრაფად შემსუბუქება, რისთვისაც სულ მცირე 15 წუთი სჭირდება. დაავადების სამკურნალო სხვა საშუალებებს ამისთვის შესაძლოა, სულ ცოტა ორი საათი დასჭირდეს.