ზოდიაქოს ოთხი ნიშანი ხვალ ბედისგან მოულოდნელ საჩუქრებს მიიღებს
1726414731
იაპონიაში ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 62-მდე გაიზარდა, კიდევ ათობით ადამიანი დაშავებულია. ხელისუფლების ცნობით, მსხვერპლთა რიცხვი სავარაუდოდ კიდევ გაიზრდება.
სტიქიისგან დაზარალებულ რეგიონებში სამაშველო ოპერაცია ამ დრომდე გრძელდება.
ძლიერი მიწისძვრა იაპონიის ცენტრალურ ნაწილში პირველ იანვარს მოხდა. მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრე 7,6 მაგნიტუდას შეადგენდა. ეპიცენტრი ნოტო-ს ნახევარკუნძულისა და იშიკავას პრეფექტურაში დაფიქსირდა. სტიქიის შედეგად ათობით შენობა დაინგრა. ათასობით ადამიანი კი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. 97 ათასზე მეტი ადამიანმა ევაკუაციის განკარგულება მიიღო. მათ ღამე სკოლებში, სპორტულ დარბაზებში და სხვა დაწესებულებების შენობებში გაატარეს, სადაც დროებითი თავშესაფრები იყო მოწყობილი.