1779396803
„დაკავებულები არიან ჟურნალისტები, ცნობილი მსახიობები და შოუბიზნესის წარმომადგენლები“ - მორიგი სპეცოპერაცია თურქეთში
თურქმა სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულთან ბრძოლის ფარგლებში ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად 14 ადამიანი დააკავეს, რომელთა შორის არიან ცნობილი მსახიობები, ჟურნალისტები და შოუბიზნესის სხვა წარმომადგენლები. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.
მედიის ცნობით, დაკავებულთა შორის არიან მსახიობები და მომღერლები: სერენაი სარიქაია, მეიბლ მატიზი, ფეიზუ ჩიველექი, ვოლქან ბაჰჩეკაპილი და ონურ თუნა.
სტამბოლის ბაქირეის რაიონის პროკურატურის განცხადებით, სულ 25 ადამიანის დაკავების ორდერია გამოცემული.
სტამბოლის პროკურატურაში აღნიშნავენ, რომ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულია დიდი ოდენობის „კოკაინი“, რომლის გადაზიდვა საზღვაო გზით ხდებოდა.
სტამბოლში გამოვლენილია აგრეთვე ნარკოტიკების კუსტარული საწარმოები.












