ვის და რა შემთხვევაში დაუფინანსებს სახელმწიფო იპოთეკური სესხების პროცენტებს - დეტალები
1772568015
"აშშ-ს მწარედ სანანებელი გაუხდება ის პრეცედენტი, რომელიც თავადვე დაამკვიდრა" - ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩი აცხადებს.
"ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ირანის სანაპიროდან 2000 მილის დაშორებით, ღია ზღვაში, საზარელი დანაშაული ჩაიდინა.
ფრეგატ "დენას", რომელიც ინდოეთის სამხედრო-საზღვაო ძალებს ოფიციალურად სტუმრობდა, საერთაშორისო წყლებში ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე დაესხნენ თავს; ბორტზე 130-მდე მეზღვაური იმყოფებოდა.
დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვები: აშშ-ს მწარედ სანანებელი გაუხდება ის პრეცედენტი, რომელიც თავადვე დაამკვიდრა", - წერს X-ზე აბას არაღჩი.
აშშ-ის წყალქვეშა ნავიდან ირანულ სამხედრო გემს შრი-ლანკის სამხრეთ სანაპიროსთან დაარტყა, შედეგად ათობით ირანელი სამხედრო დაიღუპა