დაღუპულია 26 ადამიანი - სამხრეთ კორეაში მასშტაბურ ხანძარს ებრძვიან

სამხ. კორეა

სამხრეთ კორეაში მასშტაბურ ხანძარს ებრძვიან, დაღუპულია 26 ადამიანი, ათასობით ადამიანს კი საცხოვრებელი სახლის დატოვება მოუწია.

როგორც „ბიბისი“ წერს, ხანძრის შედეგად განადგურებულია 1300 წლოვანი ტაძარი ქალაქ უისეონგში. სტიქია ასევე საფრთხეს უქმნის სხვა კულტურულ ძეგლებს.

ხანძრის გავრცელებას ხელი ძლიერმა ქარმა შეუწყო. სტიქია თავდაპირველად ქალაქ უისეონგში დაიწყო. ამ დრომდე 33 000 ჰექტარზე მეტი ტერიტორია დაიწვა.

ადგილობრივი მედია წერს, რომ სამხრეთ კორეის ისტორიაში ეს ყველაზე დიდი ხანძარია.