1750362602
დაგეგმილი სამი სამუშაო დღის ნაცვლად, NATO-მ მომავალი სამიტის პროგრამა 2.5 საათამდე შეამცირა

დაგეგმილი სამი სამუშაო დღის მაგივრად, NATO-მ მომავალი სამიტის პროგრამა ერთ სამუშაო სესიამდე შეამცირა, რომელიც ორ საათ-ნახევარს გაგრძელდება. ინფორმაციას Financial Times-ი ავრცელებს.
გამოცემა წერს, რომ გადაწყვეტილება აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ქმედებას მოჰყვა, რომელმაც "დიდი შვიდეულის" სამიტი ვადაზე ადრე დატოვა. მათივე ცნობით, NATO ცდილობს, თავიდან აიცილოს მსგავსი სცენარი.
ჰააგაში NATO-ს სამიტი 24-25 ივნისს ჩატარდება.