პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
„განათლების და მეცნიერების კომიტეტს არასდროს, მსგავსი არაფერი განუხილავს, მაშინ, როდესაც ნაცმოძრაობა წარმოაჩენს, თითქოს საჯარო სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში რუსული სექტორის აღდგენა ხდება. ეს არის კიდევ ერთი მცდელობა, საზოგადოების აღშფოთება გამოიწვიონ და ჩირქი მოსცხონ „ქართულ ოცნებას“, თითქოს ის ატარებს პრორუსულ პოლიტიკას“, - განაცხადა განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი ამილახვარმა.
მისი თქმით, ეს არის მტკნარი სიცრუე.
„განათლების და მეცნიერების კომიტეტს არასდროს, მსგავსი არაფერი განუხილავს, მაშინ, როდესაც ჩვენ ვხედავთ, რომ ისინი წარმოაჩენენ, თითქოს რუსული სექტორის აღდგენა ხდება საჯარო სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში. ეს არის კიდევ ერთი მცდელობა, რომ საზოგადოების აღშფოთება გამოიწვიონ და ჩირქი მოცხონ „ქართულ ოცნებას“, თითქოს ის ატარებს პრორუსულ პოლიტიკას, ეს არის მტკნარი სიცრუე“- განაცხადა გიორგი ამილახვარმა.
რაც შეეხება ნაცმოძრაობის ინფორმაციას, რომ 41-ე ქართულ-უკრაინულ საჯარო სკოლას არ მიეცა ფუნქციონირების საშუალება, გიორგი ამილახვრის თქმით, მსგავსი არაფერი მომხდარა.
„არაფერი მსგავსი არ არის, პირიქით, სამინისტროსთან ერთად აქტიური მუშაობის შედეგად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ყველა უკრაინელს და მათ შვილებს, ვინც საჭიროებს საგანმანათლებლო დახმარებას, ყოველგვარი პროცედურების გარეშე, გამარტივებული პროცედურებით ჩაირიცხებიან როგორც ბაღებში, ისე სკოლებში და მიეწოდებათ მათთვის საჭირო საგანმანათლებლო სერვისები. ჩვენ არათუ ვზღუდავთ, პირიქით, ნებისმიერი ფორმით ხელს ვუწყობთ და ვახალისებთ ამ პროცესს“ - განაცხადა გიორგი ამილახვარმა.