ინდოეთში, ქალი კრემაციისა და საკუთარი დაკრძალვის შემდეგ აღდგა

ინდოეთი

ქალი, რომელიც მოკლული ეგონათ, სახლში დაბრუნდა, - წერს გამოცემა splendid-magazine
ინდოეთის ქალაქ პატიალაში, პენჯაბში, ქალი, რომელზედაც ფიქრობდნენ, რომ მოკლული იყო, სახლში დაბრუნდა საკუთარი დაკრძალვის შემდეგ.

26 წლის ნაინა რანი 8 დეკემბერს გაუჩინარდა. პოლიციას სჯეროდა, რომ იგი ქმარს შეყვარებულთან ერთად გაურბოდა, მაგრამ სამი დღის შემდეგ ადგილობრივმა ფერმერმა ჩანთა იპოვა, რომელშიც ქალის სხეული იდო.  მოკლული ქალის სახეზე ამოცნობა შეუძლებელი იყო, თუმცა რანის მშობლებმა ქალიშვილის სამკაულები ამოიცნეს.

ახლობლებმა ცხედრის კრემაცია 15 დეკემბერს მოახდინეს. ოთხი დღის შემდეგ აღმოჩნდა, რომ ორიგინალური ვერსია სწორი იყო: რანი საყვარელთან ერთად სახლში დაბრუნდა. პოლიცია ახლა ცდილობს მოკლული ქალის იდენტიფიცირებას, კრემაციის წინ აღებული დნმ-ის ნიმუშიდან.