დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
დღევანდელობაში სოციალური ქსელის არსებობა აღარავის უკვირს. თითქმის ყველა ადამიანს აქვს პირადი ანგარიში „ინსტაგრამზე“, თუმცა მოხუცებს ამ მხრივ ნაკლები ყურადღება ექცევათ. მიუხედავად ამისა, ზოგიერთი მოხუცი იმდენად პოპულარული ხდება, რომ მილიონებსაც კი გამოიმუშავებს.
ერთ-ერთია 93 წლის ამერიკელი ჰელენ ვან ვინკლ ჰანი. ჰელენ ვან ვინკლ ჰანი 1928 წელს დაიბადა. მაშინ სოციალურ ქსელებსა და ამ გზით ფულის შოვნაზე არავინ ფიქრობდა. ქალი ფერმაში გაიზარდა. მალე ჰანი მეზობელ სახელმწიფოში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც გაიცნო მომავალი ქმარი და სამსახურიც იპოვა.
ჰელენმა თავისი ცხოვრების 25 წელზე მეტი დაუთმო ტრანსნაციონალურ კორპორაციას Dresser Industries. სამწუხაროდ, ის დაქვრივდა ქორწინების 35 წლის თავზე. მისი ქმარი ავტოავარიაში მოჰყვა. ქალმა შვილიც დაკარგა, რომელიც მძიმე ავადმყოფობის გამო 46 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ამ პერიოდში ქალმა დაიწყო ექსტრავაგანტური სამოსის და დახვეწილი მაკიაჟის ტარება, მისმა შვილიშვილმა კი ბებიას ფოტო გადაუღო და სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. სწორედ მას შემდეგ დაიწყო ქალის პოპულარობა.
ქალმა ზედმეტსახელად აირჩია სიტყვა baddie. მისი თქმით, ინტერნეტში ასეთი სახელი საუკეთესო საშუალება იყო მისი მეამბოხე სულის გადმოსაცემად.
დღეს მის შემოქმედებით საქმიანობას 3 მილიონზე მეტი ადამიანი ადევნებს თვალს.