დააკავეს ქალი, რომელმაც 17 თვის ქალიშვილი სასტუმროს აივნიდან გადმოაგდო - ბავშვი საავადმყოფოში გარდაიცვალა

ბავში

ტეხასში, ქალმა 17 თვის ქალიშვილი სასტუმროს აივნიდან გადმოაგდო, რის შედეგადაც ბავშვი გარდაიცვალა. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.

გამოცემის ცნობით, ქალი უკვე დაკავებულია. შემთხვევა 23 ოქტომბერს მოხდა.

პოლიციაში გამვლელმა დარეკა, რომელმაც ტროტუარზე დაგდებული ბავშვი ნახა. პატარა ჰანა სისხლის გუბეში იწვა. ბავშვი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

საავადმყოფოს ექიმებმა პოლიციას უთხრეს, რომ ჰანას სამი ჭრილობა ჰქონდა მიყენებული.

გამოძიების დროს, დეტექტივებმა სასტუმროდან უსაფრთხოების კამერების ჩანაწერები ამოიღეს. კამერებში ჩანს, რომ ჰანა მესამე სართულიდან ვარდება.

სასტუმროს ავტოფარეხში, ნაგვის ურნაში, პოლიციამ იპოვა ჩანთა, რომელში ეწყო სასტუმროს ნომრის გასაღები, სათამაშოები და ბავშვის საჭმელები.