რა უთხრა გია ჯაჯანიძეს ორნელა მუტიმ სკანდალური ეთერის დასრულების შემდეგ
1780341109
პირი დაუკოცნა, შიმშილით გააჩერა: რუსმა ქალმა ქალიშვილი დაბადებიდანვე აწამა და ექვსი თვის ასაკში მოკლა.
ბაშკირეთში 29 წლის ქალი დააკავეს შვილის წამებისთვის, დაბადებიდან ექვს თვემდე და მისი მკვლელობისთვის, რადგან მისი ტირილის მოსმენა აღარ შეეძლო. ქალს 17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
„2024 წლის აგვისტოდან 2025 წლის თებერვლამდე, მსჯავრდადებული ქალი არასათანადოდ ასრულებდა მშობლის მოვალეობებს, რამაც ზიანი მიაყენა მისი მცირეწლოვანი ქალიშვილის ჯანმრთელობასა და განვითარებას. ეს მოიცავდა მისთვის ნორმალური საცხოვრებელი პირობების, სამედიცინო მომსახურებისა და მედიკამენტების მოხმარების უფლების შეზღუდვას “, - ნათქვამია განაჩენში.
დედა ასევე არ კვებავდა ბავშვს, რაც იწვევდა მის გამოფიტვას, მუდმივად სცემდა ოდნავი ტირილის დროსაც კი. ის ცდილობდა ბავშვის ფსიქიკის დარღვევას ხმამაღალი მუსიკის ჩართვით, პირზე სკოჩის გადაკვრით და გოგონას ქსოვილში შეფუთვით, რათა უმოძრაოდ ყოფილიყო. მან განზრახ ჩააცვა მას თბილი ტანსაცმელი სახლში ცხელ ამინდში, რამაც ბავშვის გონების დაკარგვა გამოიწვია. ყველა ამ ქმედებას თან ახლდა გოგონას მიმართ უხამსი სიტყვები და შეურაცხყოფა. 2025 წლის 18 თებერვალს კი მან მოკლა საკუთარი ქალიშვილი, რადგან ბავშვი ტირფოდა.