სინოპტიკოსები მოსახლეობას აფრთხილებენ - „ტემპერატურამ შესაძლებელია 40 გრადუსს მიაღწიოს“
1752836636
აშშ-ში, მისურის შტატში, საქმრომ ქორწილამდე ორი დღით ადრე თავისი საცოლე მოკლა, რათა მისი ორმაგი ცხოვრება არ გამჟღავნებულიყო. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.
შემთხვევა 2018 წლის აპრილში მოხდა. ქალის გვამი შემთხვევით გამვლელმა მძღოლმა იპოვა. მოკლულს თავის არეში ცეცხლასროლი იარაღის ნატყვიარი ეტყობოდა, ცხედარი გზის პირას, მიტოვებულ მანქანასთან ეგდო.
მძღოლმა მიტოვებული მანქანა დაათვალიერა და ვინმე ჯეიმს ედისთან ქორწინების თანხმობის საბუთი აღმოაჩინა. ფაქტის შესახებ კი პოლიციას შეატყობინა.
პოლიციამ გაარკვია, რომ მოლიმ და ჯეიმსმა შვიდწლიანი ურთიერთობის შემდეგ დაქორწინება გადაწყვიტეს.
როგორც ქალის მეგობრებმა თქვეს, მოლი დაქორწინების გადაწყვეტილებით აღფრთოვანებული იყო. ჯეიმსი არ იზიარებდა პატარძლის ენთუზიაზმს.
როგორც მოგვიანებით მოლის ახლობლებმა განაცხადეს, მამაკაცი იმდენად პირქუში და სიტყვაძუნწი იყო, რომ ზოგიერთ სტუმარს უბრალოდ მის ქორწილში მისვლაც კი არ სურდა.
ქალმა იცოდა, რომ ჯეიმსი აქამდე ორჯერ იყო დაქორწინებული. მის ბოლო მეუღლეს მელანი ედი ერქვა. მამაკაცი ამტკიცებდა, რომ მის ბოლო ცოლი განქორწინების შემდეგ ავარიაში დაიღუპა.
თუმცა, როდესაც ჯეიმსს სახლში პოლიციამ მიაკითხა, კარი ცოცხალმა მელანიმ გააღო. გაირკვა, რომ მამაკაცი ორივე ქალს ბოლო შვიდი წლის განმავლობაში ატყუებდა.
ჯეიმსი დააკავეს. იგი დამნაშავედ ცნეს საცოლის მკვლელობაში და სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს.