დააკავეს 71 წლის ქალი, რომელმაც გარდაცვლილს ავარიის ადგილზე ჩანთა და მობილური მოჰპარა

ჩანთა

არაადამიანური ამბავი ვენეციის პროვინციიდან, სადაც გერმანელ წყვილს მანქანა დაეჯახა და ტრაგიკულად დაიღუპა. მომხდარიდან მალევე, გამვლელმა, 71 წლის ქალმა, ისარგებლა დაბნეულობით და გარდაცვლილი ქალის ჩანთა მოიპარა.

დაღუპულები იყვნენ 71 და 66 წლის კარლ ჰანი და გაბრიელა რუთი, რომლებსაც მანქანა დაეჯახა. წყვილი საკმაოდ მძიმედ დაშავდა.

სამწუხაროდ, მსხვერპლის იდენტიფიცირება გართულდა იმის გამო, რომ გარდაცვლილი ქალის ჩანთაში აღმოჩნდა საბუთები, რომლებიც ადგილობრივმა პოლიციამ მანქანაში მოათავსა.
როგორ გაუჩინარდა ჩანთა, გაურკვეველია, მაგრამ საიდუმლო გამჟღავნდა ვიდეოკემერების ჩანაწერებით, სადაც ჩანს, რომ 71 წლის ქალი ველოსიპედით მიდიოდა შემთხვევის ადგილისკენ და მსხვერპლის ჩანთა მოიპარა. დაკითხვისას მან დანაშაული აღიარა და თქვა, რომ შემდეგაც საბუთები წყალში გადაყარა, ასევე ერთ-ერთ მეუღლეს მოჰპარა მობილური ტელეფონი.

Gazzettino-ს ცნობით, სავარაუდოდ, 71 წლის ქალის წინააღმდეგ აღიძვრება სისხლის სამართლის საქმე,  შესაძლოა, ქურდობის მუხლით. - წერს უცხოური მედია.