დააკავეს 19 წლის ქალი, რომელიც შვილს 1 მილიონად ყიდდა, რომ საკუთარი ბიზნესი წამოეწყო

უკრაინა

უკრაინაში დნეპერის მკვიდრი დააკავეს, როდესაც ორი წლის ბიჭის 1 მილიონ გრივნად გაყიდვას ცდილობდა. ამის შესახებ ადგილობრივმა პოლიციამ და პროკურატურამ განაცხადეს.

გამომძიებლების თქმით, 19 წლის უკრაინელმა ქალმა ორი წლის შვილის გაყიდვა გადაწყვიტა, რადგან ის პირად ცხოვრებაში ხელს უშლიდა. გოგონას არ სურდა ბავშვის აღზრდა და მოვლა. მან უშვილო ქალი იპოვა და მოგებიანი გარიგება შესთავაზა.მიღებული თანხით დედა აპირებდა საკუთარი ბიზნესის გახსნას, მაგრამ „სტარტაპს“ აფრენა არ სურდა - პოლიციამ ქალი ბავშვის ჩაბარების დროს დააკავა. მასზე ახლა ექიმები ზრუნავენ.

ასევე ნახეთ:

„ეს დიდი შეცდომაა“ - საფულეში ჩადებული ნივთები, რომლებიც ფინანსურ წარმატებას აფრთხობს

„საფლავის შიგნით შევდივარ, წყვდიადში გზას ვიკვლევ... სადაც იესოს ცხედარი ესვენა, მუხლს ვიყრი უფლის შიშით და...“- პატრიარქი დიოდორე I წმინდა ცეცხლის გარდამოსვლაზე