CNN: ტრამპი თეთრ სახლში გამართავს შეხვედრას ვენესუელასთან დაკავშირებულ შემდგომ ნაბიჯებზე

ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი თეთრ სახლში გამართავს შეხვედრას ვენესუელასთან დაკავშირებულ შემდგომ ნაბიჯებზე. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

მოსალოდნელია, რომ შეხვედრას დაესწრებიან ტრამპის კაბინეტისა და ეროვნული უსაფრთხოების გუნდის ძირითადი წევრები, მათ შორის თავდაცვის მდივანი პიტ ჰეგსეტი, გაერთიანებული შტაბების ხელმძღვანელი გენერალი დენ კეინი და სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო, ასევე თეთრი სახლის ადმინისტრაციის უფროსი სუზი უაილსი და ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე სტივენ მილერი.