CNN: პენტაგონის ხელმძღვანელი პიტ ჰეგსეტი კიევისგან რეგულარულად იღებდა ინფორმაციას ოპერაცია „ობობას ქსელის“ შესახებ

ნო

CNN-ი წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ პენტაგონის შეფი პიტ ჰეგსეტი კიევისგან რეგულარულად იღებდა ინფორმაციას ოპერაცია „ობობას ქსელის“ შესახებ. ამერიკული მედიასაშუალება აღნიშნავს, რომ უკრაინული სპეცოპერაციის მიმდინარეობისას შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანი ენდრიუსის გაერთიანებულ სამხედრო ბაზაზე იმყოფებოდა.

წყაროზევე დაყრდნობით CNN-ი წერს, რომ თეთრი სახლი წინასწარ ინფორმირებული არ იყო კიევის მიერ დაგეგმილი მასირებული იერიშის შესახებ, რომლის დროსაც უკრაინამ დრონებით იერიშები 4 ძირითადად სამხედრო აეროდრომზე მიიტანა და რუსეთის კუთვნილი 40-ზე მეტი ბომბდამშენი გაანადგურა.