რატომ ავადდებიან ადამიანები კიბოთი და როგორ ჩნდება კიბო ადამიანის ორგანიზმში
1722370770
რეგიონში ესკალაცია გრძელდება — ისრაელის თავდაცვის ძალებს და რადიკალურ დაჯგუფება "ჰეზბოლას" შორის ინტენსიური შეტაკებები მიმდინარეობს.
"ჩვენ ვანეიტრალებთ რისკებს და ვუმკლავდებით სარაკეტო დარტყმებს, თუმცა წინ კიდევ ბევრი სამუშაოა. ჩვენ უდიდესი ძალისხმევა გავწიეთ და წარმატებებს მივაღწიეთ, მაგრამ არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ დასახული მიზნების შესრულებას. ჩვენ ფაქტობრივად შევცვალეთ ახლო აღმოსავლეთის სახე. ჩვენი მტრები ჩვენს გასანადგურებლად მოვიდნენ, დღეს კი ისინი საკუთარი გადარჩენისთვის იბრძვიან. ამას ყველა ფრონტზე ვხედავთ. ეს არის ისრაელის სახელმწიფოსა და მისი თავდაცვის ძალების უდიდესი მიღწევა", - აცხადებს ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ.
ამერიკის შეერთებული შტატების ცენტრალური სარდლობის განცხადებით, პრეზიდენტ ტრამპის ბრძანებით იწყება ირანის ყველა პორტის სრული საზღვაო ბლოკადა სპარსეთისა და ომანის ყურეებში. შეზღუდვა ეხება ნებისმიერი ქვეყნის გემს, რომელიც ირანულ პორტებში შედის ან იქიდან გამოდის. ბლოკადის მიზანია ირანისთვის ნავთობის გაყიდვიდან მიღებული შემოსავლების შეზღუდვა, სრუტეში გემებისთვის ირანის მიერ დაწესებული გადასახადების აღკვეთა და ნაღმ საწინააღმდეგო ოპერაციის დაწყება.
The Wall Street Journal-ის ინფორმაციით, ისლამაბადის მოლაპარაკებების უშედეგოდ დასრულების შემდეგ, დონალდ ტრამპი და მისი მრჩევლები ირანზე წერტილოვანი დარტყმების განახლების შესაძლებლობასაც განიხილავენ.