„ცუდია დიდ შაბათს სახლიდან რამეს გაცემა...“ - ცრურწმენები და სახალხო ტრადიციები
1744996659
რასაც ვამბობთ, არის ჩვენი ბედის კონტროლისა და მართვის მთავარი ინსტრუმენტი. ჩვენ ვამბობთ: არ იქნება ახალი ესკალაცია და არ იქნება ახალი ომი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის, იქნება მშვიდობა, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა.
ფაშინიანის თქმით, სომხეთმა და აზერბაიჯანმა აღიარეს ერთმანეთის ტერიტორიული მთლიანობა, სუვერენიტეტი, საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ხელშეუხებლობა და ძალის გამოყენების ან ძალის გამოყენების მუქარის დაუშვებლობა.
ფაშინიანის განცხადებით, სომხეთმა და აზერბაიჯანმა არსებითად აქციეს ალმათის დეკლარაცია, ზოგადად, ურთიერთობების რეგულირების მთავარ პრინციპად და ამ დეკლარაციაში მთავარი პრინციპებია რესპუბლიკების საზღვრების ხელშეუხებლობა, ერთმანეთის ტერიტორიული მთლიანობის აღიარება, შიდა საქმეებში ჩაურევლობა, ძალის გამოუყენებლობა ან ძალის გამოყენების მუქარა.
ნიკოლ ფაშინიანმა ასევე აღნიშნა, რომ სომხეთს თავისი ისტორიის მანძილზე არასოდეს ჰქონია ასეთი შანსი, უზრუნველეყო თავისი სახელმწიფოებრიობის ხანგრძლივობა.
„ჩვენ ვნახეთ მარცხები და წარუმატებლობები. დავინახეთ ცრემლები და კბილების ღრჭიალი. ჩვენ ვნახეთ ტრაგედია და რისხვა. თუმცა ჩვენი გამარჯვება და ჩვენი ძალა იმაში მდგომარეობს, რომ წინ წავედით იქ, სადაც ხალხის ხელმძღვანელობა შეუძლებელი ჩანდა. სადაც, როგორც წესი, არ არის ხელმძღვანელობა, არამედ ქაოსი და პანიკა, კოლაფსი და სიკვდილი. ჩვენ ვხელმძღვანელობდით, შევქმენით რეალური სახელმწიფო, რეალური დამოუკიდებლობა. ამიტომ, ჩვენ ვეძებდით შესაძლებლობას, მოგვეპოვებინა თავისუფლება, კეთილდღეობა და ბედნიერება ჩვენი სამშობლოსთვის – სომხეთის რესპუბლიკისა და მისი ხალხისთვის. და ჩვენ შევქმენით ეს შესაძლებლობა. ჩვენ მივაღწიეთ მწვერვალებს, ჩვენი ისტორიის კულმინაციას და ჩვენს ათასწლიან ისტორიაში არასოდეს გვქონია ასეთი შანსი“, – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.