პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ჩრდილოეთმა კორეამ სამშაბათს იაპონიის თავზე გაუშვა საშუალო რადიუსის ბალისტიკური რაკეტა - აცხადებენ მისი მეზობელი ქვეყნები, რაც ნიშნავს ესკალაციას იმ იარაღის გამოცდაში, რომელიც შექმნილია აშშ-ის რეგიონული მოკავშირეების მნიშვნელოვან ობიექტებზე თავდასხმის უნარით.
ეს ჩრდილოეთი კორეის მხრიდან რაკეტის ყველაზე მნიშვნელოვანი გამოცდაა იანვრის შემდეგ - როცა მან ისროლა Hwasong-12-ის ტიპის საშუალო რადიუსის რაკეტა, რომელსაც შეეძლო აშშ-ის ტერიტორიის, გუამის მიღწევა. ამავე დროს, 2017 წლის შემდეგ ეს არის პირველი შემთხვევა, როცა ჩრდილოეთი კორეის რაკეტამ იაპონიას გადაუფრინა.
იაპონიის პრემიერ-მინისტრის ოფისის განცხადებით, ჩრდილოეთი კორეიდან ნასროლმა სულ მცირე ერთმა რაკეტამ იაპონიას გადაუფრინა და წყნარ ოკეანეში ჩავარდა - იუწყება სააგენტო ასოშიეიტედ პრესი.
იაპონიის ოფიციალურმა პირებმა ჩრდილოაღმოსვლეთის რეგიონების მცხოვრებთ მოუწოდეს ახლოს განთავსებული ნაგებობების დატოვებისკენ, რაც 2017 წლის შემდეგ ამგვარი განგაშის პირველი შემთხვევაა. იაპონიის ჰოკაიდოსა და აომორის რეგიონებში დროებით შეჩერდა მატარებლების მიმოსვლა, სანამ მთავრობა გამოაცხადებდა, რომ ჩრდილოეთი კორეის რაკეტა წყნარ ოკეანეში ჩავარდა.
იაპონიის პრემიერ-მინისტრმა, ფუმიო კისიდამ ჟურნალსიტებს უთხრა, რაკეტის სროლა, რომელიც მოჰყვა ჩრდილოეთი კორეის მხრიდან ბოლო დროს განხოციელებულ ანალოგიურ ქმედებებს, არის "თავზეხელაღებული აქტი, და მას მკაცრად ვგმობ", და დასძინა, რომ საკითხს განიხილავს ეროვნული უშიშროების საბჭო.
იაპონიის წარმომადგენლების თქმით, ჩრდილოეთი კორეის მხრიდან რაკეტის გამოცდის შედეგად ზიანის შესახებ ცნობები არ არის.
სამხრეთი კორეის გაერთიანებული შტაბიც აცხადებს, რომ მანაც დაადგინა ბალისტიკური რაკეტის გაშვება ჩრდილოეთი კორეის მხრიდან. შტაბის განცხადებით, სამხრეთი კორეა აძლიერებს სადაზვერვო პოზიციებს და მზადყოფნას ინარჩუნებს, აშშ-სთან ახლო კოორდინაციით.
4 ოქტომბერს რაკეტის გაშვება წარმოადგენს ჩრდილოეთი კორეის მხრიდან ბოლო ათ დღეში განხორციელებულ იარაღის მეხუთე გამოცდას, რასაც აღიქვამენ პასუხად ორმხრივ სამხედრო წვრთნებზე სამხრეთ კორეასა და აშშ-ს შორის, ისევე, როგორც გასულ კვირაში ჩატარებულ სხვა წვრთნებზე, რომელშიც აშშ და იაპონიაც მონაწილეობდნენ. ჩრდილოეთი კორეა ამგვარ წვრთნებს განიხილავს შეჭრის რეპეტიციად.
წინა ოთხი გამოცდის დროს გაუშვეს მოკლე რადიუსის რაკეტები, რომლებიც ჩავარდა წყლებში კორეის ნახევარკუნძულსა და იაპონიას შორის. ამ რაკეტებს შესაძლებლობა აქვთ სამხრეთ კორეის სამიზნეებს მისწვდნენ.