ჩრდილოეთ კორეის მთავრობის ცნობილი პროპაგანდისტი 94 წლის ასაკში გარდაიცვალა

იმ კი ნამი

ჩრდილოეთ კორეის მთავრობის ცნობილი პროპაგანდისტი კიმ კი ნამი 94 წლის ასაკში გარდაიცვალა.

კიმ კი ნამი ფხენიანის პროპაგანდისა და აგიტაციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილედ 1966 წელს დაინიშნა. ის მჭიდროდ თანამშრომლობდა კიმ ჩენ ილთან, ამჟამინდელი ლიდერის კიმ ჩენ ინის წინამორბედთან და მამასთან. მოგვიანებით, ამ დეპარტამენტის ხელმძღვანელად დაინიშნა.

ათწლეულების განმავლობაში ის ასევე იყო სახელმწიფო პოლიტიკური ლოზუნგების მთავარი ავტორი და დიდი გავლენა მოახდინა ჩრდილოეთ კორეის მედიასა და საგამომცემლო სახლებზე.

ის პენსიაზე 2010 წელს გავიდა და თანამდებობა კიმ ჩენ ინის დას, კიმ იო ჯონგს გადააბარა, თუმცა საჯარო ღონისძიებებზე მაინც ჩნდებოდა.